ორ ბაღში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა - შეგიძლიათ, ბავშვები ახლოს მდებარე დაწესებულებაში მიიყვანოთ
რუსთავის მე-20 და 27-ე საბავშვო ბაგა-ბაღები 2, 6, 7, 9 და 10 მარტს აღსაზრდელებს ვერ მიიღებენ. მიზეზი ჰასპის (HACCP) სტანდარტების დანერგვაა.
„საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტების სრულყოფის მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება საწყობების გაფართოება, სადრენაჟო სისტემებისა და დამატებითი სველი წერტილების მოწყობა. სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს მეოცე და ოცდამეშვიდე ბაგა-ბაღებში, რის გამოც აღნიშნული ბაღები რამდენიმე დღით, 2, 6, 7, 9 და 10 მარტს ვერ მიიღებენ აღსაზრდელებს.
მშობლებმა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, აღნიშნულ დღეებში მიიღონ ბაგა-ბაღების გაერთიანების სერვისი, უნდა მიმართონ ბაღის ადმინისტრაციას და მათი შვილები დაუყონებლივ გადანაწილდებიან მიმდებარედ მდებარე ბაღებში", - იტყობინება რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება.
იხილეთ ასევე:
ბაღის მენეჯერებმა მუნიციპალიტეტს სამზარეულოს ინვენტარის შეძენა მოსთხოვეს
„ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება სკოლამდელი დაწესებულებების პრობლემა“ - საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ტენდერები მარტში გამოცხადდება