დღის თემა
etaloni.ge
რა რისკებთანაა დაკავშირებული ბავშებისთვის ეკრანთან გატარებული დრო და დღეში რამდენი საათია რეკომენდირებული?
14.09.2022

ყოველდღღიურ ცხოვრებაში კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი ძალიან დიდია. დღის განმავლობაში, ეკრანებთან დროს, ფაქტობრივად, ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანები ატარებენ.

ამის პარალელურად, კი ისმის კითხვა, ეკრანებთან რა დროის გატარებაა რეკომენდირებული. საკითხი კიდევ უფრო აქტიურდება, თუ საქმე ბავშებს ეხებათ. ეს პრობლემა როგორც საქართველოს, ისე დანარჩენ მსოფლიოსაც ეხება.

დადგენილია, რომ ამერიკელი ბავშვების უმეტესობა დღეში დაახლოებით, 3 საათს უთმობს ტელევიზორის ყურებას. ამას დამატებული ყველა ტიპის ეკრანთან გატარებული დრო შეიძლება, დღეში 5-დან 7 საათამდე იყოს.

ეკრანთან ძალიან დიდი დროის გატარების შემთხვევაში შესაძლებელია:

  • ბავშვებს ღამით ძილი გაურთულდეთ;
  • ყურადღების მოკრება გაუჭირდეთ. შფოთვის და დეპრესიის რისკი გაეზარდოთ;
  • იზრდება ზედმეტი წონის მომატების რისკიც;

ეს უკანასკლელი იმსათანაა დაკავშირებული, რომ ჯდომისა და ეკრანის ყურების დროს ენერგია ფიზიკურ აქტივობაში არ იხარჯება. გარდა ამისა, შეიძლება, რომ რეკლამებმა არაჯანსაღი საკვებისადმი მათი არჩევანი განაპირობოს. მით უმეტეს, რომ ბავშვები  საკვებს ხშირად ეკრანის ყურებისას იღებენ.

კომპიუტერები ბავშვებმა შესაძლოა სხვადასხვა დავალების შესრულებაში გამოიყენონ, თუმცა სხვადასხვა აპლიკაციაში, ფეისბუკსა და YouTube-ის ვიდეოების ყურებაში დახარჯული დრო, ეკრანთან გატარებულ არაჯანსაღ დროდ ითვლება.

ეკრანთან გასატარებელი დრო:

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანებს საერთოდ არ უნდა უყურონ;
  • 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი ეკრანთან გასატარებელი დრო დღეში 1 ან 2 საათი უნდა იყოს.

როგორ შევამციროთ ეკრანთან გასატარებელი დრო?

ზოგიერთი ბავშვისთვის შეიძლება დღეში მხოლოდ 2 საათი ეკრანთან გასატარებლად რთულად შესაგუებელი იყოს, რადგან ტელევიზორი ან კომპიუტერი მათი ყოველდღიური რუტინის დიდი ნაწილი. მაგრამ ბავშებს უნდა უთხრათ, თუ რას გამოიწვევს ეკრანთან მეტი დროის გატარება და ესაუბროთ იმაზე, რა უნდა გააკეთონ, რომ უფრო ჯანმრთელები იყვნენ.

ეკრანთან დროის შესამცირებლად:

  • აიღეთ ტელევიზორი ან კომპიუტერი ბავშვის საძინებლიდან;
  • არ დაუშვათ ტელევიზორის უყურონ ჭამის ან საშინაო დავალების შესრულების დროს;
  • თქვენს შვილს ჭამის უფლება ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერის გამოყენებისას არ მისცეთ;
  • ტელევიზორი მხოლოდ ფონური ხმაურისთვის ჩართული არ დატოვთ;
  • წინასწარ გადაწყვიტეთ, რომელ პროგრამების შეხედავთ, მათი დამთავრების შემდეგ კი გამორთეთ;
  • ბავშებს სხვა აქტივობები შესთავაზეთ, როგორიცაა საოჯახო სამაგიდო თამაშები, თავსატეხები ან გასეირნება;
  • იყავი კარგი მაგალითი და ეკრანთან გატარებული დრო თქვენც შეამცირეთ.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი