„ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი პერიოდულად სრულ სააღმზრდელო პროცესს აკვირდება და დარგის სპეციალისტები სფეროების ეფექტური მუშაობის შედეგებს აანალიზებს, გასცემენ რეკომენდაციებს კვების, სანიტარია-ჰიგიენისა და სასწავლო მეთოდოლოგიური მიმართულებებით“, - იტყობინება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა, ამჯერად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ეროვნული გეგმის მიხედვით ცენტრების მუშაობა, დოკუმენტაციის წარმოების და სააქტივო ჯგუფებში საჭირო რესურსების მიზნობრივად გადანაწილების პროცესი შეამოწმეს, დაათვალიერეს საბავშვო ბაღების გარე სივრცეები, გაეცნენ სასწავლო გეგმის მიხედვით აქტივობების დაგეგმვის საკითხებს, თუ როგორ იყენებენ ეზოს სივრცეებს აღსაზრდელების შემეცნებით-განსავითარებელი უნარების წარმოსაჩენად.
იხილეთ ასევე:
სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით