ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოსტნეულის მიღება. იმისთვის, რომ თქვენს პატარას ვიტამინებით სავსე საკვებით გაუმასპინძლდეთ და მათგან მის მიღებაზე უარი არ მიიღოთ, სამედიცინო სამსახურ „მრჩეველის“ მიერ, სპეციალურად ბავშვებისთვის, ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემული რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები:
ტკბილი, ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერის – 4 ცალი, საშუალო ზომის - 360 გრამი.
კიტრი – 3 ცალი, საშუალო ზომის - 450 გრამი.
სტაფილო – 4 ცალი, საშუალო ზომის - 350 გრამი.
ყვავილოვანი კომბოსტო – საშუალო ზომის თავის 1/3 - 200 გრამი, მოწალული.
ბროკოლი – საშუალო ზომის თავის 2/3 - 200 გრამი, მოწალული.
მომზადების წესი:
მდუღარე წყალში ჩადეთ გასუფთავებული და გარეცხილი ყვავილოვანი კომბოსტო და ხარშეთ 5-10 წუთს. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და დაჭერით მისი ყვავილედები ღეროებად. იგივე გაიმეორეთ ბროკოლის შემთხვევაში.
ჩხირებად დაჭრილი უმი ბულგარული წიწაკები, კიტრი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი დაალაგეთ თეფშზე ან მომცრო ჯამებში ისე, რომ ფერადი და ლამაზი ასორტი გამოვიდეს.
დაყავით დაახლოებით 150 გრამიან ულუფებად.
ვიტამინი B1, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი C, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ვიტამინი E - ეს იმ ვიტამინების ჩამონათვალია, რომლებსაც თქვენი პატარები ამ ერთი ულუფით მიიღებენ.
იხილეთ ასევე:
ხაჭოს ბურთულები არაჟნით - მოუმზადეთ პატარებს
რატომ არ უნდა ჩამოაფაროთ ფარდები იმ ოთახში, სადაც ბავშვია - ექიმის რჩევები