დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა დაეხმაროს ბაღის აღმზრდელი ბავშვებს სიბრაზის მართვაში
24.02.2023

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შედგენილ აღმზრდელის სახელმძღვანელოში მოცემულია მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როდესაც ბავშვი ბრაზობს.

პირველ რიგში, ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი სიბრაზის გამოცნობა და იცოდნენ, რომ ასეთ დროს ჯობს გაჩერდნენ, სანამ რამეს მოიმოქმედებენ ან იტყვიან.

ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს 1+3+10 სტრატეგია – ერთი დამამშვიდებელი სიტყვის თქმა „დამშვიდდი“, სამჯერ ღრმად ჩასუნთქვა და ათამდე დათვლა.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მივცეთ საკუთარი ბრაზის გამოხატვის საშუალება ისე, რომ შედეგად არავინ დაშავდეს ან არაფერი გატყდეს. მიზეზის ასახსნელად მათ შეუძლიათ, გამოიყენონ სიტყვები  და გაბრაზებული საუბრის ტონიც: „მე ძალიან გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ დამინგრიე აშენებული შენობა“. ამას უნდა მოსდევდეს თხოვნა, რომელიც შეიცავს სიტყვებს: „მე მინდა...“. მაგალითად,  „მე მინდა, რომ დამეხმარო შენობის თავიდან აშენებაში".

როდესაც ბავშვი მუდმივად ბრაზობს და ზემოთაღნიშნული სტრატეგიები არ „მუშაობს“, მაშინ რჩევების მისაღებად ოჯახის წევრებსა და ფსიქოლოგებს უნდა მივმართოთ.

იხილეთ ასევე:

როდესაც ბავშვი აშენებს კოშკს, ჩაებით თამაშში - როგორ ვასწავლოთ პატარას პრობლემების გადაჭრა და მოქნილი აზროვნება

როგორ უნდა დაეხმაროს პატარას საბავშვო ბაღის აღმზრდელი მეგობრების შეძენაში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი