სააღმზრდელო დაწესებულებაში უნდა ინახებოდეს ოჯახთან, თემთან თანამშრომლობისა და შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები, - წერია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესში, რომელში გაწერილი ავტორიზაციის 4 სტანდარტიდან ერთ-ერთი ოჯახისა და თემის ჩართულობას გულისხმობს.
ახალი სტანდარტის შესაბამისად, სააღმზრდელო დაწესებულებას ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა ევალება.
საბავშვო ბაღმა მშობლებთან თუ ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან თანამშრომლობისთვის წინასწარ უნდა დაგეგმოს აქტივობები. ასევე, უნდა წაახალისოს თემის და მშობლების ჩართულობა, კურიკულუმის ფარგლებში, დაწესებულების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და თემთან ურთიერთობისას გამოიყენოს კომუნიკაციის მრავალფეროვანი მეთოდები და არხები. სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა იქონიოს ამ კომუნიკაციის დაგეგმვისა და პროცესების ამსახველი დოკუმენტები.
თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება
სააღმზრდელო დაწესებულებამ ოჯახთან და თემთან ურთიერთობა მიზნობრივად უნდა წარმართოს. მან უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, ადრეული ასაკის ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარების სპეციფიკასთან დაკავშირებით.
სააღმზრდელო დაწესებულების მხრიდან, მშობლები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ბავშვების შეფასების შედეგების შესახებ. მან უნდა გამოიყენოს თემში არსებული რესურსები კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას.
საბავშო ბაღმა უნდა შეაფასოს ოჯახთან და თემთან განხორციელებული აქტივობები და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება.
იხილეთ ასევე: