ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ექთნებისათვის, ტრენინგი ჩატარდა, რომლის თემაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახლდათ.
ტრენინგს ქალაქის ბაგა-ბაღების სამედიცინო პერსონალი სრული შემადგენლობით დაესწრო - სულ 50 პირი.
ორმოცდაათივე მედმუშაკი ქალაქის ნაზარიშვილის კლინიკისგან კვალიფიკაციის შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს. ტრენინგი ქალაქის ნაზარიშვილის კლინიკაში ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა.
მოგეხსენებათ, მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებული ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლისა და შეჩერება-შეწყვეტის დროებითი წესის შესაბამისად, აუცილებელია, ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია.
იხილეთ ასევე:
თუ ეს იცით, შეგიძლიათ, საბავშვო ბაღში დასაქმდეთ - ფუნქციებში შედის ყოველდღიურად სინჯების აღება