დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 27 თებერვლამდე შეწყდა
23.02.2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. 

ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება მშობელებს აფრთხილებს, რომ სკოლამდელი დაწესებულებები 27 თებერვლამდე დაკეტილი იქნება.

„მშობელთათა საყურადღებოდ... დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ა(ა)იპ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საბავშვო ბაღები წყვეტს სასწავლო სააღმზრდელო პროცესს, 27თებერვლამდე. გისურვებთ წარმატებებს", - იუწყება სააღმზრდელო დაწესებულება.

skolamdelebi.ge-ს ინფორმაციით, უკვე ოთხი დღეა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო, სოფლების ნაწილი მთლიანად იზოლირებულია გარე სამყაროსგან - გზები გასაწმენდია და დენი არ მიეწოდებათ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღია, სადაც 307 აღსაზრდელი ირიცხება და 45 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე მუშაობს.

იხილეთ ასევე:

სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება

სკოლამდელი დაწესებულებების ახალი სტანდარტის მოთხოვნები - ერთი უნიტაზი ყოველ 15 ბავშვზე, ერთი ხელსაბანი ნიჟარა ყოველ 20 ბავშვზე
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი