დღეს, 22 თებერვალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ღია კარის დღეს მართავს.
როგორც ფონდი იტყობინება, ეს უწყება ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს.
„ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, 22 თებერვალს, 12.00 საათზე, ფონდი ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მიზანია უფრო მეტად გამჭირვალე და ეფექტიანი გახდეს პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების პროცედურები. დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერების გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტის დეტალებს და შესაბამისად, უფრო უკეთ მოემზადონ მისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის“, - აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
იხილეთ ასევე:
მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა