მიმდინარე წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის შემუშავდება მეთოდოლოგიური მასალები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, - წერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელმაც განათლების ხარისხის დაიჯესტის მესამე გამოცემა ელექტრონული ჟურნალის სახით წარმოადგინა და იქ 2022 წლის მიღწევებზე ყვება.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი გვამცნობს, 2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმა ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით, რაც გულისხმობს ამ სფეროში ავტორიზაციის პროცესის დანერგვას და ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედებას.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ავტორიზაციის პროცესის განხორციელება და მასზე პასუხისმგებლობა დაეკისრა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
ჟურნალში აღნიშნულია, რომ დაიწყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კერძო და საჯარო დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რისთვისაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობით მომზადდა რეგისტრაციის ელექტორნული სისტემა და დაიწყო რეგისტრაციის პროცესი.
რეფორმა 2022 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნული პერიოდი დაყოფილია ორ პირობით ნაწილად. პირველი ეტაპი უკავშირდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის მომზადებას ავტორიზაციისათვის. აღნიშნული პერიოდი გრძელდება 2024 წლის ბოლომდე. მეორე ეტაპი იწყება 2025 წლიდან და გულისხმობს უშუალოდ ავტორიზაციის განხორციელებას.
როგორც აღნიშნული ცენტრი გვამცნობს, რეფორმის განხორციელების ეტაპზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად გამოიკვეთა დაწესებულებების აღრიცხვიანობა. ამ მიზნით, რეფორმის პირველი აქტივობის ფარგლებში დაიწყო, სფეროში მოქმედი საჯარო და კერძო დაწესებულებების აღრიცხვა.
2022 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით გამოვლინდა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განთლების სფეროში შესაბამის მომსახურებას ახორციელებს 1705 საჯარო და 240 კერძო დაწესებულება. ამასთან, როგორც რეგისტრაციის პროცესმა აჩვენა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებთან ერთად ფუნქციონირებენ კერძო სამართლის ფიზიკური პირებიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ვადამ გადაიწია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, სადაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ ფიზიკური პირის ფორმით მოქმედი სუბიექტებისათვის პირველადი რეგისტრაციის გავლა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა და დასამტკიცებლად ინიცირებული იქნა ადრეული აღზრდისა და განათლების ან და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის პროექტი, ასევე, - დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი, დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნების პროექტი და ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი.
2022 წელს განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესის შემუშავების ვალდებულება.
შემუშავდა ასევე თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის საპილოტე ვერსია. თვითშეფასების პროცესში ჩართული მხარეებისთვის შემუშავდა დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად ადაპტირებული კითხვარების პროექტები.
„რეფორმის განხორციელების პროცესში 2023 წელი მნიშვნელოვანი წელია. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში წელს პირველად განხორციელდება დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, თითოეული ბაღის ჭრილში ჭრილში საკუთარი გამოწვევების და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას, ხოლო მეორე მხრივ, სისტემის დონეზე შექმნის სფეროში, არსებული გამოწვევების პრიორიტეტიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, პროცესი მოიაზრებს თვითშეფასების განხორციელებისათვის მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდის შექმნას. რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და დაეხმარებიან მათ თვითშეფასების წარმოდგენაში“, - წერია დაიჯესტში.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი 2023 წლის გეგმასაც წარმოგვიდგენს, რომლის მიხედვითაც განიხილება ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების მუდმივი ზრდა.
მიმდინარე წელს:
„დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები/საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და დაწესებულებებისათვის და მომზადდება ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი:
იხილეთ ასევე:
პარლამენტი სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელს განიხილავს