2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხულია 1705 საჯარო და 240 კერძო საბავშვო ბაღი, - ამის შესახებ მონაცემები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
მოგეხსებენათ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, ასევე - მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ვალდებულნი არიან გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას.
საბავშო ბაღების რეგისტრაციის პროცესი, 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი გახანგრძლივდა, რადგან კერძო ბაღებმა რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლეს.
საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესი 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.
2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უკვე აღრიცხულ 1945 საბავშვო ბაღში 161 896 აღსაზრდელი და 40 471 თანამშრომელია, საიდანაც 240 კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 12 822 ბავშვია რეგისტრირებული, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 3 718-ს შეადგენს.
იხილეთ ასევე:
ადრეული განათლების ახალი სტანდარტი ამ თვის ბოლომდე დამტკიცდება - „დოკუმენტები უკვე მზად არის“
საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა