დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების დირექტორებს სერტიფიკატები გადაეცათ - სისტემის მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის კომუნიკაცია გაგრძელდება
20.02.2023

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში შემავალი  საბავშვო ბაღების დირექტორებისთვის  ჩატარდა HACCP-ის სისტემის დანერგვის შემაჯამებელი ტრენინგი. 

მოგეხსენებათ, HACCP-ის პროგრამა კვების ბლოკებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას გულისხმობს.

ტრენინგზე საბავშვო ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში შემავალ საბავშვო ბაღებში დასრულდა HACCP-ის სისტემის დანერგვის პროცესი, თუმცა საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელმა, ლალი შამუგიას  განცხადებით, ორგანიზაცია მომავალშიც გაააგრძელებს კომუნიკაციას საბავშვო ბაღების დირექტორებთან, რათა პერსონალს  მაქსიმალურად გაუადვილდეს  თანამედროვე სტანდარტებით მუშაობა და სისტემის მოთხოვნებთან ადაპტირება უმოკლეს ვადებში. 

საბავშვო ბაღების დირექტორებს HACCP-ის სისტემის სახელმძღვანელოები და სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების აღმზრდელები ჭადრაკში გადაამზადეს

საბავშვო ბაღების მენეჯერებს სურსათის სააგენტომ სერტიფიკატები გადასცა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი