საქაართველოს პარლამენტი 2023 წლის განმავლობაში აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხზე იმსჯელებს, - ამის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ 2023 წლის სამოქმედო გეგმაში.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო ამ წლის განმავლობაში ასევე განიხილავს განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩაერთვება ადრეული და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის პროცესში.
აღნიშნული საბჭო პერიოდულად იმუშავებს ასევე ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდაჭერის, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხებზე.
განათლების კომიტეტის დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ ის საზედამხედველო საქმიანობას წარმართავს კანონის აღსრულების, კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და დარგობრივი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით და ეფექტიან მონიტორინგს გაუწევს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისთვის საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და შესრულების კონტროლს.
იხილეთ ასევე:
ადრეული განათლების ახალი სტანდარტი ამ თვის ბოლომდე დამტკიცდება - „დოკუმენტები უკვე მზად არის“