გინდათ, თქვენი პატარებისთვის მოამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ვახშამი? ამაში სამედიცინო სამსახურ „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემული რეცეპტები დაგეხმარებათ.
ამჯერად, ბავშვებისთვის საყვარელი და გემრიელი „ოლადების“ ორ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
„ოლადები“ ვაშლით
ინგრედიენტები 10 ულუფისთვის - 24 ცალი:
მომზადების წესი:
ჯამში შეურიეთ ფქვილი, შაქარი და სოდა. შუაში თითით გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით რძე და კვერცხი. კარგად მოურიეთ და ჩაამატეთ ვაშლის პიურე. გაახურეთ დიდი ტაფა და წაუსვით კარაქი. სუფრის კოვზით დაასხით სათითაოდ „ოლადების“ თხელი ცომი ტაფაზე. დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ - მას მერე, რაც ბუშტუკები გაჩნდება, გადააბრუნეთ და კიდევ 2-3 წუთს გააჩერეთ. ცომის ხელახალი დასხმის წინ კვლავ მოუსვით კარაქი. მრავალჯერადი შეწვის შემთხვევაში, შუალედებში ტაფა რამდენჯერმე გარეცხეთ.
გადაანაწილეთ თეფშებზე და პატარებს მაწონთან ერტად შესთავაზეთ.
ბანანის „ოლადები“
ინგრედიენტები 6 ულუფისთვის:
მომზადების წესი:
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დარიჩინი, სოდა და შაქარი, აურიეთ. შუაში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით კვერცხი და რძე. კარგად ათქვიფეთ. გახურებულ დიდ ტაფაზე მოასხით 1 ს/კ ზეთი. ცალ-ცალკე დაასხით სუფრის კოვზით თხელი ცომი, თითოეულს დაადეთ თითო ნაჭერი ბანანი და დაამატეთ ზემოდან კიდევ ცოტაოდენი ცომი. გააჩერეთ 2-3 წუთს და გადააბრუნეთ. გააჩერეთ კიდევ 3 წუთს, ცომის გამოცხობამდე.
ჯამში შეურიეთ ხაჭო და არაჟანი. თეფშზე მოათავსეთ 4 „ოლადი“. თითოეულ ულუფას მიუდეთ 1 ს/კ არაჟნისა და ხაჭოს ნარევი.
იხილეთ ასევე: