„ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი პერმანენტულად სრულ სააღმზრდელო პროცესს აკვირდება და დარგის სპეციალისტები სფეროების ეფექტური მუშაობის შედეგებს აანალიზებენ, გაცემენ რეკომენდაციებს კვების, სანიტარია-ჰიგიენის და სასწავლო მეთოდოლოგიური მიმართულებებით“, - იუწყება ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
ამჯერად, საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შეამოწმეს ასაკობრივი ჯგუფების ეროვნული გეგმის მიხედვით ცენტრების მუშაობა, დოკუმენტაციის წარმოების და სააქტივო ჯგუფებში საჭირო რესურსების მიზნობრივად გადანაწილების პროცესი.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების მონიტორინგი ახალ ეტაპზე გადავიდა
საბავშვო ბაღების გაერთიანება 1 080 170 ლარიან კონტრაქტს ამზადებს