ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში, 2021 წლის სექტემბერში, საბავშვო ბაღის შენობაში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა შენობის ერთი ნაწილი.
შენობა ძველი იყო და ხანძრის სავარაუდო მიზეზად ძველი ელექტროგაყვანილობა დასახელდა, თუმცა კითხვის ნიშნები იმის გამო დაისვა, რომ ხანძარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაჩნდა. ამ საბავშვო ბაღის შენობაში კი ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქის ნასაკირალის საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. საბედნიეროდ, ხანძრის გამო არავი დაშავებულა.
ნასაკირალის საბავშვო ბაღს, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახლახან გაიხსნა.
საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდზეა გათვლილი. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება, ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა და 75 979 ლარი დაჯდა.
იხილეთ ასევე:
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შენახვა 2 მილიონამდე თანხა ჯდება