დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებისთვის ტრენინგი ჩატარდა - როგორ უნდა მოიქცეთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში
17.02.2023
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით, 15 თებერვალს, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეებისათვის.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი იტყობინება, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციის პროცესი, ბაზაში შესატანი ინფორმაცია და სხვა პროცედურული საკითხები, რომელსაც ესწრებოდა 70-მდე პირი.

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს

ინდივიდუალური მეწარმეებისთვის რეგისტრაციის ბაზა დაიხურება 2023 წლის 31 მარტს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://preschoolregistration.emis.ge/

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ ნომერზე: 2 200 220. ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მართავს კონსულტაციებს დაინტერესებული პირებისთვის ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

იხილეთ ასევე:

ადრეული განათლების ახალი სტანდარტი ამ თვის ბოლომდე დამტკიცდება - „დოკუმენტები უკვე მზად არის“

საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი