აჭარის ჭადრაკის ფედერაციასა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში ჭადრაკის აქტივობების ჩატარებას ითვალისწინებს.
ამჯერად ტრენინგი მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღმზრდელებს ჩაუტარდათ.
ბათუმის 34 მუნიციპალურ საბავშვო ბაღში საჭადრაკო დაფები, ფიგურები და სახელმძღვანელოები უკვე შეიტანეს. ეს ის მასალაა, რომელიც საშუალებას მისცემს აღმზრდელებს, გააცნონ ბავშვებს საჭადრაკო ანბანი.
„აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი სალომე მელია მონიტორინგის ფარგლებში საბავშვო ბაღების მეთოდოლოგიური დარგის სპეციალისტთან ნორა ფიტკარაძესთან ერთად პირადად გაეცნო აქტივობების პროცესს და სასკოლო მზაობის აღმზრდელებთან და აღსაზრდელებთან ერთად ჩაერთო ჯგუფურ თამაშობებში“, - იუწყება ბათუმისსაბავშვობაღებისგაერთიანება.
იხილეთ ასევე:„სკოლა არ გაძლევს ჭადრაკის თამაშით სწავლების საშუალებას, რაც ბაღში შესაძლებელია“ - საბავშვო ბაღი, სადაც ჭადრაკი ისწავლება