თბილისის ბიუჯეტს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შენახვა 2023 წელს 1 999 460 ლარი დაუჯდება - თანხები დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტშია გაწერილი.
როგორც დეტალური ჩამონათვალიდან ირკვევა, 1 226 208 ლარი სააგენტოს 44 შტატიანი თანამშრომლის შრომის ასანაზღაურებელი თანხაა, 14 შტატგარეშე თანამშრომელი კი ჯამში, წლის განმავლობაში, 313 632 ლარს აიღებს.
122 620 ლარი ფულადი ჯილდოებისთვის არის გამოყოფილი, 30 000 ლარი - კომუნალური და საკომუნიკაციო ხარჯებისთის. ასევე 30 000 ლარით „მოხდება სააგენტოსთვის კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა ავეჯის და ინვენტარის შესყიდვა და სხვა“. 55 000 ლარით დაფინანსდება სააგენტოს საკანცელარიო, სანიტარულ-ჰიგიენური და სამეურნეო ხარჯი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სააგენტოს 1 პერსონალური და 8 სამსახურეობრივი დანიშნულების ავტომანქანა ემსახურება. ამ 9 ავტომანქანის საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯისთვის 110 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მათი დაზღვევა 12 000 ლარი დაჯდება.
სხვა ხარჯებისთვის, რაშიც მივლინების ხარჯებიც შედის, ბაგა-ბაღების სააგენტო 100 000 ლარს დახარჯავს.
იხილეთ ასევე:
„ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100-ლარიანი ნამატი ხელფასი?!“