უამინდობის გამო ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
ლანჩხუთის მუნიციალიტეტში სააღმზრდელო პროცესი უამინდობის გამო 5 სოფელში შეჩერდა. ეს სოფლებია: აცანა, აკეთი, ხიდმაღალა, ნინოშვილი, ჯურუყვეთი.
ანასეული, ნატანები, ზემო ნატანები, ვაკიჯვარი, მთისპირი და ძიმითი - ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, სადაც ცუდმა ამინდმა სააღმზრდელო დაწესებულებებში აღსაზრდელების არ გამოცხადებას შეუწყო ხელი.
ჩოხატაურში 8 საბავშვო ბაღია გაჩერებული. გოგოლესუბანი, სამება, ვან ზომლეთი, ნაბეღლავი, ერკეთი, ბუკისციხე, საჭამიასერი და ჯვარცხმა - ამ სოფლებში, 15 თებერვალს, საბავშვო ბაღებში ბავშვები არ გამოცხადდნენ.
იხილეთ ასევე: