ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ამიერიდან, შეღავათიანი ტარიფებით საბავშო ბაღების თანამშრომლებიც ისარგებლებენ.
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების დადგენილებაში დაემატა ახალი პუნქტი, კერძოდ: სკოლამდელი - სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% - იანი ფასდაკლება“, - იტყობინება „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯაროსკოლების პედაგოგების, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების - ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება“, - ვკითხულობთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამაში.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების პერსონალისთვის დაპირებული 100-ლარიანი მატება და რეალობა - რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ლარით გაიზარდა ხელფასი
რა თანხა დაიხარჯება საბავშვო ბაღებზე სახელმწიფო სიმბოლოების დამონტაჟებისთვის - ტენდერი გამოცხადებულია