დღის თემა
etaloni.ge
15 თებერვალს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ტრენინგი ჩატარდება - ეს მნიშვნელოვანია
14.02.2023

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეგისტრაციის ბაზა გახსნილია და დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე preschoolregistration.emis.ge

„რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს. დამატებით გაცნობებთ, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდება ხვალ, 15 თებერვალს 11:00 საათზე ელექტრონულად პლატფორმა Teams გამოყენებით", - წერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 14 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენინგზე დასასწრებად გადადით ამ ბმულზე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის სტატუსის მინიჭებას ხელფასის ზრდა მოჰყვება

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი