2026 წელში 200 ბაღი მაინც უნდა იყოს ავტორიზებული - ამის შესახებ 14 თებერვალს, პარამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა - (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაზე“ საუბრობდა.
კაკაურიძის ინფორმაციით, განათლების სფეროსთვის სულ 20 მილიონი ევროა გამოყოფილი, საიდანაც 10 მილიონი სკოლებისკენ და 10 მილიონი ბაღებისკენ მიიმართება.
„სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის ნაწილში ეს მნიშნელოვანია... 200 ბაღზეა გაწერილი თანხები და თუ მივიღებთ უფრო ნაკლებს, მაგალითად, 190-ს, შესაბამისად, ნაკლებ თანხას მოგვცემენ... ბუნებრივია, ასეთ დროს სწავლების ხარისხიც უნდა იყოს მაღალი და ამ მიმართულებით მეტი გვექნება სამუშაო“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით კი, 2026-2027 წლისთვის ქვეყნის თითქმის ყველა საჯარო სკოლა და ბაღი იქნება სრულად რაბილიტირებული ან ახლად აშენებული და გათანაბრებილი სახელმწიფო სტანდარტებს.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა