8-დან 14 მარტის ჩათვლით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. Etaloni.ge დაინტერესდა, ეხება თუ არა ეს რეგულაცია სააღმზრდელო დაწესებულებებს.
როგორც გაირკვა, თბილისის საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები ოფიციალურად არ გამოცხადდება და მხოლოდ სააღდგომოდ დაისვენებენ.
„თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ საბავშვო ბაღები მხოლოდ აღდგომას ისვენებენ, საგაზაფხულო არდადეგები და შუა სემესტრული დასვენება კი, რომლითაც საჯარო სკოლები სარგებლობენ, სააღმზრდელო დაწესებულებებზე არ ვრცელდება“, - წერს Etaloni.ge.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების მონიტორინგი ახალ ეტაპზე გადავიდა
ხაშურის საბავშვო ბაღებში სამუშაოდ იაპონელ მოხალისეებს ეძებენ