სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მონიტორინგი განსხვავებული კუთხით მიმდინარეობს.
ზოგ რეგიონში, საბავშვო ბაღების გაერთიანებები, იმ საწარმოების შემოწმებაზე გადავიდნენ, საიდანაც საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტები შედის.
ამჯერად, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობამ ის პურის საცხობი, რძის საწარმო და კვერცხის მწარმოებელი ფაბრიკა დაათალიერა, საიდანაც სკოლამდელი დაწესებულებები მარაგდება. რამდენად კმაყოფილები დარჩნენ გაერთიანების თანამშრომლები აღნიშნულ საწარმოებში არსებული ვითარებით, ჯერჯერობით უცნობია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები სკოლამდელი დაწესებულების კვების ბლოკსა და საწყობებს ათვალიერებენ და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ეცნობიან. ადგილობრივი საბავშვო ბაღების გაერთიანება კი მშობლების კითხვებს აქტიურად პასუხობენ.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა
საბავშვო ბაღებში მუნიციპალური ინსპექცია შევიდა - სანიტარულ-ჰიგიენური შესწავლა დაიწყო