დღის თემა
etaloni.ge
ბავშვმა ეს ბაღის აღმზრდელისგან უნდა იგრძნოს - „ნუ იქნებით დირექტიულები“
13.02.2023

ბავშვის პატივისცემა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია - წერია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში, სადაც ახსნილია, რას ნიშნავს ბავშვის პატივისცემა და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ბავშვმა ეს იგრძნოს.

რას ნიშნავს ბავშვის პატივისცემა?

ჩვენ ხომ გვიყვარს ბავშვები, ვზრუნავთ მათზე, ვცდილობთ შევუქმნათ ყველა პირობა, ჯანმრთელები და ბედნიერები რომ გაიზარდონ. რაში გამოიხატება ჩვენი მათდამი პატივისცემა? ისეთ მარტივ საკითხებში, როგორიც არის იმის აღიარება, რომ ბავშვებსაც აქვთ ინტერესები, ინდივიდუალური თავისებურებები, სურვილები, მოსაზრებები, შეხედულებები, გემოვნება, ემოციები. ის, რომ ჩვენზე, უფროსებზე პატარები არიან, არ ნიშნავს, რომ ყველა ის შეგრძნება თუ მოთხოვნილება არ აქვთ, რასაც ზრდასრულები ასეთ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ბავშვის პატივისცემა ნიშნავს, იყო გულისხმიერი და გამოხატავდე ინტერესს მის მიმართ, გაინტერესებდეს მისი გრძნობები, ფიქრები, მისი ცხოვრება.

როგორ უნდა მოიქცეთ, რათა ბავშვმა იგრძნოს, რომ პატივს სცემენ:

1. მოთმინებით და მშვიდად დაელოდეთ ბავშვს, რომელიც ნელა საუბრობს და გამოთქვამს თავის აზრს, არ გააწყვეტინოთ;

2. იყავით ყურადღებიანი მსმენელი;

3. პატივი ეცით ბავშვის აზრებს, შეხედულებებს, იდეებს;

4. ბავშვებთან ერთად იმსჯელეთ მათ იდეებზე;

5. არასასურველი ქცევის შემთხვევაში, თავაზიანად მიუთითეთ და არ შეურაცხყოთ;

6. მშვიდად აუხსენით ბავშვს, თუ მას არ ესმის რამე, ნუ ეტყვით - „ ეს ადვილია“. ის, რაც თქვენთვის ადვილია, სხვისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

7. იყავით კეთილგანწყობილი და მზრუნველი;

8. გამოიყენეთ თავაზიანი სიტყვები ბავშვებთან ურთიერთობისას;

9. გაძღოლისას ნუ იქნებით დირექტიულები;

10. იცინეთ ბავშვებთან ერთად, მაგრამ არ დასცინოთ მათ;

11. გაუზიარეთ ბავშვებს თქვენი მოსაზრებები, ემოციები;

12. გამოხატეთ მხარდაჭერა, როცა ბავშვს უჭირს;

13. აღიარეთ და დააფასეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის, ნუ შეადარებთ სხვას;

იხილეთ ასევე:

რა უნარები უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღის პერსონალს - არსებობს შემთხვევები, რომლებიც მყისიერ მოქმედებას მოითხოვს

12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი