„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან სურს ამ სტატუსის მოპოვება, ვალდებულია, 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
ასევე, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა თავდაპირველად უნდა მონიშნოს ველი - დაწესებულებაა, იურიდიული პირია თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია, გაერთიანებაა თუ ინდივიდუალური მეწარმეა.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ წესში ცვლილება სწორედ იმიტომ შევიდა, რომ ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ვერ შეძლეს ამ ბაზაში რეგისტრაციის გავლა და რჩებოდნენ პროცესის მიღმა.
ახალი ბრძანებით, იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმეს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში შესავსებ ველში უნდა მიუთითოს ინდივიდუალური მეწარმის პასპორტის ნომერი.
დაწესებულების ინდივიდუალური მეწარმის შესახებ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უნდა შეივსოს შემდეგი ველები:
1. დაწესებულების დასახელება/ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება;
2. დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის პირადი ნომერი;
3. დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი;
4. დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის ტელეფონის ნომერი;
5. დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის ელექტრონული ფოსტა;
6. დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;
7. დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
8. დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;
9. დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტა;
10. მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს დაწესებულება ან სადაც ინდივიდუალური მეწარმე ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;
11. საქმიანობის განხორციელების მისამართი;
12.პერსონალის საერთო რაოდენობა;
13. აღსაზრდელების საერთო რაოდენობა;
14. ინფორმაცია კვებითი მომსახურების ორგანიზების შესახებ.
ახალი ბრძანება იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე.
ახალ ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 10 თებერვალს მოაწერა.
იხილეთ ასევე: