დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მშობლების გამოკითხვა ჩატარდა
13.02.2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მშობლების გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვისთვის მათ კითხვარები დაურიგდათ.

„კითხვარის საშუალებით განხორციელებული მონიტორინგის პროცესი მნიშვნელოვანია ხარისხის სტანდარტის დანერგვისათვის. კვლევის მიზანია საგანმანათლებლო პროცესის შესწავლა, რათა უზრუნველყოფილი იქნას აღსაზრდელების ხარისხიანი განათლება. კითხვარების დამუშავების შემდგომ მოხდება საბავშვო ბაღებისათვის რეკომენდაციების შემუშავება სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით. მშობლის მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ კვლევის შედეგები დამუშავდება ერთიანი მონაცემების სახით. აღსანიშნავია, რომ ყველა ინტერვიუ არის კონფიდენციალური“, - წერია მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევაში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 28 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელების  მშობლებმა მიიღეს. ყველა ბაღში შერჩეულია საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს  საბავშვო ბაგა-ბაღის სასწავლო წლის სამუშაო გეგმას  და  კვარტალში ერთხელ წარადგენს რეკომენდაციებს.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებში მუნიციპალური ინსპექცია შევიდა - სანიტარულ-ჰიგიენური შესწავლა დაიწყო

„აღმზრდელები და მშობლები ხშირად ისეთ გზას ირჩევენ, რაც მდომარეობას აუარესებს“ - რჩევები პრეტენზიული ბავშვებისათვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი