დღის თემა
etaloni.ge
რა უნარები უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღის პერსონალს - არსებობს შემთხვევები, რომლებიც მყისიერ მოქმედებას მოითხოვს
11.02.2023

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით, პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად, დაწესებულებაში უპირველესად უნდა არსებობდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და პროცედურებისთვის საჭირო გარემო.

დაწესებულებაში უნდა ინახებოდეს:

  • თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები - ჯანმრთელობის ცნობა და ა.შ.;
  • თითოეული ზრდასრულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • გაწერილი პროცედურები ბავშვისა და ზრდასრულის ცუდად, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში მოქმედებისთვის;
  • გაწერილი პროცედურები ბავშვისთვის მედიკამენტის მიღების საჭიროების შემთხვევაში;

იმისათვის, რათა უფრო დეტალური ინფორმაცია გქონდეთ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში აღმზრდელმა შეძლოს მშობელთან დაკავშირება, შეუძლია, საგანგებო კითხვარიც შეადგინოს. მნიშვნელოვანია, რომ მშობელს განუმარტოს, როგორ დაეხმარება ამ ფორმის შევსებით და ასევე უთხრას, რომ ბაღის ადმინისტრაცია და ჯგუფში მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალი მკაცრად დაიცავს კონფიდენციალურობის ნორმებს კითხვარში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. უნდა აუხსნას მშობლებს, რომ ბავშვის შესახებ ინფორმაციას სხვა პირებს არ გადასცემენ.

ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაღის იმ თანამშრომლებიდან ერთს მაინც,  რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ, ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული ცოდნა, შეეძლოთ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

რა მოეთხოვებათ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე პერსონალს ჰქონდეს შესაბამისი უნარები, რატომ არ არის გამოსავალი ბაღში ექთნის ყოფნა? არსებობს შემთხვევები, რომლებიც ჩვენს მყისიერ მოქმედებას მოითხოვს, როცა ყველა წუთი მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ექთნის ლოდინი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ამიტომაც ბავშვებთან მომუშავე ადამიანს უნდა შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა:

  • ბავშვის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევაში;
  • გულყრის დროს - როცა ბავშვი რიტმულად იქნევს მხრებს და ფეხებს;
  • გულის წასვლის დროს;
  • სხვადასხვა ტიპის ნაკბენების შემთხვევაში - ძაღლის, კატის, გველის, მორიელის, ბზიკის და ა.შ.;
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმის - კუნთის, მყესის, რბილი ქსოვილის დაზიანება, ძვლის ამოვარდნილობა, მოტეხილობა;
  • ჭრილობის, სისხლდენის შემთხვევაში;
  • დამწვრობის შემთხვევაში;
  • ალერგიის შეტევის დროს;
  • დიაბეტური შოკის შემთხვევაში;
  • ასთმის, და სხვა გადაუდებელ შემთხვევებში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორ უნდა შექმნას საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა ემოციურად უსაფრთხო გარემო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი