დღის თემა
etaloni.ge
რა თანხა დაიხარჯება საბავშვო ბაღებზე სახელმწიფო სიმბოლოების დამონტაჟებისთვის - ტენდერი გამოცხადებულია
10.02.2023

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის გერბებს, აბრებს, ჰიმნებსა და დროშებს შეისყიდის. სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი 8 თებერვალს გამოაცხადა.

ამჯერად, სახელმწიფო სიმბოლოებს, 55 საბავშვო ბაღისთვის შეიძენენ. სააგენტო მზად არის, ამისთვის 103 950 ლარი გაიღოს.

მოგეხსენებათ, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 26 აპრილს შევიდა, რის საფუძველზეც საჭიროა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების განთავსება სკოლამდელი აღზრდის დააწესებულებებში.

სახელმწიფო სიმბოლოების შესყიდვისთვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ არსებული კანონით. სახელმწიფო გერბის, სახელმწიფო დროშის, სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის და საბავშვო ბაღის დასახელების ამსახველი აბრების შესყიდვა კი მონტაჟით უნდა მოხდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც საბავშვო ბაღებზე სახელმწიფო სიმბოლოების დამონტაჟებაზე განაცხადს შეიტანს, ვალდებულია ელექტრონულად აწყობილი ზუსტი დიზაინი წარადგინოს შემსყიდველთან და შეათანხმოს წარმოების და მონტაჟის დაწყებამდე. აუცილებელია ყველა გამოყენებული მასალა იყოს მთლიანი, გადაბმების და შეწებების გარეშე.

საბავშვო ბაგა-ბაღის აბრაზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით და დაწესებულების სრული დასახელება, რომელიც ამოტვიფრული უნდა იყოს ასომთავრული დამწერლობით. ფერები და ზუსტი დიზაინი უნდა შეთანხმდეს ბაღების მართვის სააგენტოსთან.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი განთავსებული უნდა იყოს მართკუთხედ ფორმატზე, აკადნუსხური დამწერლობით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად. ოთხივე კუთხეში დამაგრებული უნდა იყოს მეტალის სამაგრებით. ზუსტი დიზაინი და ფერი შემსყიდველთან უნდა შეთანხმდეს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ქსოვილი უნდა იყოს პოლიესტერის - გარე გამოყენების, წყალგამძლე, ორმხრივად დაპრინტული და შემოკერილი გვერდებით. დროშის ზომა კი უნდა იყოს 1 მეტრი 1,5 მეტრზე, კანონით დამტკიცებული ზომების პროპორციულად.

იხილეთ ასევე:

სად და როდის იმართება სკოლამდელი დაწესებულებებისათვის ყოველკვირეული კონსულტაციები - პრემიერმინისტრს თათბირზე ბაღების თვითშეფასებაზე უამბეს

მოსახლეობის უმრავლესობა საბავშვო ბაღს ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს - კვლევის შედეგები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი