თბილსის 199-ე საბავშვო ბაღში, დაწესებულების პერსონალმა და აღსაზრდელებმა მზარეულების ფორმები მოირგეს და გემრიელი აქტივობა განახორციელეს.
უფროსებმა, პატარების დახმარებით, აჭარული ხაჭაპურები დიდი ხალისით დააცხვეს. ბოლოს კი ყველამ ერთად დააგემოვნა. პატარებზე არანაკლებად რომ უფროსებმა იხალისეს, საბავშვო ბაღში გადაღებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.
იხილეთ ფოტოკოლაჟი: