დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში მუნიციპალური ინსპექცია შევიდა - სანიტარულ-ჰიგიენური შესწავლა დაიწყო
10.02.2023
ბათუმის საბავშვო ბაღებს ამჯერად მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია ამოწმებს. როგორც ქალაქის „მუნიციპალური ინსპექციის" მიერ 8 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური შესწავლა დაიწყო.

„ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე, ამ დროისთვის 6 საჯარო ბაღია შემოწმებული. ნორმების დაღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს", - წერს ბათუმის „მინიციპალური ინსპექცია" „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ბათუმში სულ 34 მუნიციპალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 8 280 აღსაზრდელი ირიცხება.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების გაერთიანება 1 080 170 ლარიან კონტრაქტს ამზადებს

„საბავშვო ბაღებში მონიტორინგი სასწავლო წლის დასრულებამდე უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი