სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, თანამშრომელთა დოკუმენტაციის ორგანიზებულად საწარმოებლად, უმჯობესია შეიქმნას თითოეული ინდივიდის პირადი საქმე - ნათქვამია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.
სტანდარტის მიხედვით, თანამშრომლის პირადი საქმეში უნდა იდოს:
1. თანამშრომლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია - პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი -3X4-ზე;
2. CV - ავტობიოგრაფია;
3. ჯანმრთელობის ცნობა;
4. ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
5. დაკავებული კვალიფიკაციის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
6. ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატებისა და დიპლომების ასლები;
7. თანამშრომელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
იხილეთ ასევე: