ქუთაისის მე-12 საბავშვო ბაღში, სასკოლო მზაობის ჯგუფში, პროექტის, - „ვინ წერს წიგნებს“, ფარგლებში პატარები ბრაილის შრიფტს გაეცნენ.
„წარმოიდგინეს ვინ იყო ლუის ბრაილი, როგორ აღინიშნება ასო-ბგერები ბრაილის შრიფტით. ნახეს და შეეხნენ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ზღაპარს. შეეცადენ, თვითონაც დაეწერათ მსგავსი ასოები. ნახეს სურათები, სადაც გამოსახული იყო უსინათლო ადამიანები. თავისი თავი უსინათლო ადამიანების ადგილას წარმოიდგინეს და გამოთქვეს მოსაზრება, რომ ასეთ ადამიანებს, საჭიროებისას, უნდა დაეხმარონ“, - იტყობინება საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია.