დღის თემა
etaloni.ge
ხაშურის საბავშვო ბაღებში სამუშაოდ იაპონელ მოხალისეებს ეძებენ
09.02.2023

ხაშურის მუნიციპალიტეტს იაპონიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯაიკას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. როგორც ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განმარტავს, ვიზიტის მიზანია მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებების მიმართულებით მუშაობა და გამოცდილების გაზიარებაა.

„იაპონიიდან სპეციალისტები ჩამობრძანდებიან, ორი წლის განმავლობაში იცხოვრებენ ჩვენთან და გარკვეულ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. მოხდება მათი შერჩევა, გადამზადება და გამოგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტში. ჩვენ, როგორც მასპინძლები, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ამ პროგრამამ იფუნქციონიროს ისე, როგორც საჭიროა და საკმაოდ დიდი სარგებელი მოგვიტანოს ჩვენ... ძირითადი, რაც ჩვენ გვინდა, მათგან გავიზიაროთ, ეს არის მეთოდოლოგიური მიმართულებით განვითარება, ინკლუზიური განათლება, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გარკვეული ახალი მეთოდების შემოტანა და ზოგადად, მათი პრაქტიკის გაზიარება“, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი, ლელა გელაშვილი.

იაპონელების ხაშურში ჩამოყვანის გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობის შემდეგ მიიღო და პროგრამის ორგანიზატორად ლელა გელაშვილი დანიშნა, თუმცა, როგორც იაპონიის წარმომადგენელმა ხაშურის მერიაში სტუმრობისას განაცხადა, ჯერ ის მოხალისეები ჰყავთ მოსაძებნი, რომლებიც იაპონიიდან ხაშურში ჩამოვლენ და აქ 2 წელი იცხოვრებენ.

„ვეცდებით, მოვძებნოთ იაპონელი მოხალისეები და ჩამოვიყავნოთ ხაშურის მუნიციპალიტეტში“, - თქვა იაპონელმა სკოლამდელი განათლების სპეციალისტმა ხაშურში სტუმრობისას.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის მუსიკის პედაგოგებს ქართული სიმღერა-თამაშები ამერიკული მეთოდით შეასწავლეს

„ხელფასიც ნორმალურია, პრემიებიც არის, 32-დღიანი შვებულებაც და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც“ - როგორ პირობებში მუშაობენ გერმანიაში ბაღის აღმზრდელები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი