2023 წლის 8 და 9 ივნისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, რომლის თემაც გახლავთ „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.
კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი იტყობინება, კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე და უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარებას და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.
„კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან“, - აცხადებს „იუნისეფი“, რომელიც იწვევს მონაწილეებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე ზეპირი პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად შემდეგ თემატურ მიმართულებებზე:
კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 15 თებერვალია.
კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემებს. სარეგისტრაციო ფორმა კი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თეზისის სათაური და საკვანძო სიტყვები.
თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას, თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 თეზისი.
თეზისები, რომლებიც მიღებული იქნება კონფერენციაზე წარსადგენად, აღარ დაექვემდებარება ცვლილებას თეზისების წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ.
კონფერენციაზე წარსადგენ თეზისებს კონფერენციის სამეცნიერო კომისია განიხილავს და დაუკავშირდება შერჩეულ ავტორებს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე.
თეზისის წარმსადგენად გადადით ბმულზე.
კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული პრეზენტაციის და მოხსენების წარმოდგენის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 01 მაისი. პრეზენტაციები და მოხსენებები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში ელფოსტაზე - ecec2023@bsu.edu.ge. ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „პრეზენტაცია - კონფერენცია: ადრეული განათლებისა და ზრუნვა“.
იხილეთ ასევე:
სად შენდება თბილისში ახალი საბავშვო ბაღები და რა უჯდება ბიუჯეტს თითოეული - უბნების ჩამონათვალი