როგორი რძის ნაწარმი შედის საბავშვო ბაღებში - ყველი უნდა იყოს ნასვრეტებიანი და ნაკლებ მარილიანი
საბავშო ბაღების გაერთიანებების მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ რა ტექნიკური მახასიათებლის მქონე რძე და რძის ნაწარმი შედის საბავშვო ბაღებში, რომელსაც სკოლამდელი ასაკის პატარები იკვებებიან.
როგორც რამდენიმე მუნიციპალიტეტის სატენდერო განცხადების მოთხოვნის შესაბამისად ირკვევა, რძე და რძის ნაწარმი, რომლის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებაც სხვადასხვა მწარმოებლებს ევალებათ, მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური რძისგან უნდა იყოს დამზადებული და სხვა შემცველობის ნაწარმის შეტანა აკრძალულია.
1
. ხაჭო - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის რძისაგან ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ხაჭოს მზა ნაწარმში, რძის შემადგენელი კომპონენტების მასური წილი უნდა იყოს 75%-ზე მეტი. ცხიმიანობა - 6%. თეთრი ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-2 კგ. ქარხნულ შეფუთვაში.
2. არაჟანი - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ცხიმიანობა - 20%. არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-1 კგ ჰერმეტულ შეფუთვაში.
3. მაწონი - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასული წილი 3,2%. არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, 0,4-0,5 კგ-იან ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში.
4. პასტერიზებული რძე - უნდა იყოს ქარხნული წარმოების უნდა იყოს. ცხიმიანობა 3.2 %. დამზადებული ძროხის ნედლი რძისგან. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. შესაბამისი მარკირებით - დამზადებული ნატურალური რძისგან, შემადგელობა, მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი... მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,5-1 კგ. შეფუთვაში.
5. იოგურტი - უნდა იყოს ქარხნული წარმოების, თითეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ნატურალური, პასტერიზირებული ძროხის რძისაგან, სხვადასხვა ხილის არომატით, არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო, ცხიმიანობა 3.2%, დაფასოება 150-დან 1000 გრამამდე შეფუთვით, შესაბამისი მარკირებითა და ეტიკეტით.
6. ყველი - უნდა იყოს ქარხნული წარმოების, თითეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ძროხის რძისაგან, ნასვრეტებიანი და ნაკლებ მარილიანი. ცხიმიანობა 40 %, დაფასოება ვაკუუმ შეფუთვით. წონა 0,5 დან 1,5 კგ-მდე.
აღნიშნული მახასიათებლების მქონე რძის პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის, არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებს. ასე რომ გირჩევთ, თქვენს პატარებს სახლშიც იგივე მაჩვენებლებით შერჩეული რძე და რძის პროდუქტები აჭამოთ.
იხილეთ ასევე:
„კომპანიამ, რომელმაც საბავშვო ბაღებისთვის ტენდერი მოიგო, პროდუქტი შეცვალა“ - დარჩნენ თუ არა ბავშვები რძის პროდუქტების გარეშე
შემოწმდა საკვების მომზადებისა და ჯგუფში ულუფების გაცემის პროცესი - როგორ ამოწმებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებს