დღის თემა
etaloni.ge
ხაჭოს ბურთულები არაჟნით - მოუმზადეთ პატარებს
05.02.2023

როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები პატარებისთვის ხაჭოს გამოყენებით ისე, რომ პრეტენზიულ მჭამელებსაც კი გემრიელი მოეჩვენოთ?

დაახლოებით 10 ულუფისთვის დაგჭირდებათ:

  • 500 გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • ფქვილი – დაახლოებით 200-300 გ
  • არაჟანი – 2,5 ს/კ

მომზადების წესი

ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, ჩაამატეთ ხაჭო და კარგად მოურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა ჩააყარეთ იმდენი ფქვილი, რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. ხელით მიეცით გრძელი ზონრების ფორმა, დაახლოებით 2 სმ დიამეტრის, და დაჭერით 2-2,5 სმ სიგრძის ნაჭრებად, მერე მოამრგვალეთ და დაალაგეთ ფართო თეფშზე.

ბოლოს ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ადღების შემდეგ ხარშეთ მომზადებამდე, დაახლოებით 10 წუთი. გაანაწილეთ ჯამებში და მოასხით 1-1,5 ჩ/კ არაჟანი.

პატარებს ასეთი წესით მომზადებული ხაჭოს ბურთულები სუფრასთან ხილის წვენთან ერთად მიუტანეთ.

იხილეთ ასევე:

ბროკოლის სუპი პატარებისთვის - რეცეპტი

რა შემთხვევაში შეუძლია თაფლს ბოტულიზმის გამოწვევა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი