დღის თემა
etaloni.ge
რატომ არ უნდა დავალევინოთ ჩაი 13 წლამდე ბავშვებს - რჩევები
01.02.2023

წყალი საუკეთესო სასმელია ბავშვისთვის. შესაბამისად, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ის პატარებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.

სამედიცინო სამსახურ „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის კარგი სასმელია დაბალი ცხიმიანობის რძეც და დასაშვებია ადაპტირებული ნარევიც.

რეკომენდირებული არ არის დამტკბარი სითხეები, ენერგეტიკული, გაზიანი სასმელები.

ასევე, 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ჩაი - არც შავი და არც მწვანე. ის შეიცავს კოფეინს, რაც მავნეა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ჩაის შემადგენლობაში არის ასევე ტანინი – ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის ნაწლავებიდან რკინის შეწოვას.

კომპოტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემატება შაქარი. კომპოტი უნდა დამზადდეს ახალი, მწიფე ხილისგან, შაქრის დამატების გარეშე.

ხილის ახლად გამოწურული წვენის მიღება დასაშვებია, თუ განზავდება წყალთან 1:1 შეფარდებით, თუმცა წვენების გამოყენება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს, რადგან ზოგჯერ ეს დაკავშირებულია საკვებისმიერ ინფექციებთან.

გარდა ამისა, ხილის წვენს გამოცლილი აქვს უჯრედისი, რის გამოც უპირატესობა ახალ ხილს ენიჭება. ხილის წვენი ყოველთვის ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. გამოიყენეთ ისეთი წვენები, რომლებიც 100%-ით ან მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ნატურალურ ხილს შეიცავს.

გაითვალისწინეთ, რომ სუპერმარკეტებში გასაყიდი პროდუქტების, ხილის წვენების უმეტესობაში რეალური ხილის წვენი 10%-მდეა, დანარჩენი კი დამატკბობლებია.

იხილეთ ასევე:

ბროკოლის სუპი პატარებისთვის - რეცეპტი

სტაფილოს პიურეს რეცეპტი და რეკომენდაცია, თუ როდიდან და რატომ უნდა შეიტანოთ პატარას რაციონში ეს ბოსტნეული

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი