დღის თემა
etaloni.ge
ქვიშაზე და ფქვილზე ხატვა საბავშვო ბაღში - რა უნარებს ავითარებს აქტივობა
31.01.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის განკუთვნილ განმავითარებელი და შემოქმედებითი აქტივობების კრებულში მოცემულია მითითებები, თუ როგორ შეგიძლიათ, პატარებთან ერთად ფანქრებისა და საღებავების გარეშე დახატოთ.

ხატვისთვის დაგჭირდებათ: ქვიშა, ბურღულეული ან ფქვილი.

აქტივობის აღწერა:

თეფშზე ან სინზე დავყაროთ ქვიშა ან ნებისმიერი სახის ბურღული ან ფქვილი და ვაჩვენოთ ბავშვს, როგორ შეიძლება მასზე დახატვა თითით. შეგვიძლია, შევქმნათ ნებისმიერი სახის ნახატი.

დაიწყეთ მარტივი ფიგურების შექმნით. მაგალითად: მზე, ვაშლი, სახლი და ა.შ. შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ გადახვიდეთ გეომეტრიული ფიგურების, ციფრების ან ასოების წერაზე. ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავეხმაროთ ხელის ხელზე მოკიდებით ან ვხატოთ ერთობლივად. მაგალითად, მზე დახატოთ თქვენ, სხივები კი დაუხატოს ბავშვმა.

აღნიშნული აქტივობით ვითარდება შემდეგი უნარები:

  • ნატიფი მოტორული უნარები
  • ვიზუალურ-მოტორული უნარები
  • წერის უნარი

იხილეთ ასევე:

როგორ დავამზადოთ „სენსორული ბალიშები“

გემრიელი აქტივობა, რომლის განხორციელებაც საბავშვო ბაღში აღმზრდელს ბავშვებთან ერთად შეუძლია - რეცეპტები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი