გემრიელი ნამცხვრებისა და პიცების მომზადება საბავშვო ბაღებში პატარების საყვარელ აქტივობად იქცა, სადაც აღმზრდელები ბავშვებთან ერთად ხალისობენ.
გთავაზობთ, ბაგა-ბაღების პედაგოგების სააღმზრდელო პროგრამაში მოცემულ რეცეპტსა და მითითებებს, თუ როგორ უნდა გამოაცხოთ პიცა საბავშვო ბაღში პატარებთან ერთად:
თითო ბავშს მიეცით თითო პატარა ცომის გუნდა. წაახალისეთ, გააბრტყელონ ძალიან თხლად. თითო ბავშვი გაბრტყელებულ ცომს უსვამს ერთ ჩაის კოვზ ტომატპასტას. ბავშვებს მიეცით 2 ნაჭერი ძეხვი ან 2 ნაჭერი ლორი ან 1 სოსისი. დაჭრან პატარა ნაჭრებად და დაალაგონ ცომზე. მიეცით ბავშვებს თითო ნაჭერი ყველი და წაახალისეთ, რომ წვრილად დაფხვნან. შესაძლოა, ყველი გახეხონ კიდეც. შედეთ პიცა ღუმელში და გამოაცხვეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა თბილისის 137-ე საბავშვო ბაღიდან: