დღის თემა
etaloni.ge
ბროკოლის სუპი პატარებისთვის - რეცეპტი
30.01.2023

მოგეხსენებათ, ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. გთავაზობთ სამედიცინო სამსახურის, „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემულ ბროკოლის სუპ-პიურეს რეცეპტს.

ინგრედიენტები 8-10 ულუფისთვის:

  • 5 ნაჭერი გახუხული პური - სასურველია დაუცეხვავი
  • ზეთი – 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი – 3-4 კბილი, დაჭყლეტილი
  • ხახვი – 1 დიდი თავი, დაჭრილი
  • 2 დიდი კარტოფილი, გათლილი, დაჭრილი
  • 2 ლიტრი წყალი
  • 1200 გრამი ბროკოლი, ნაწილებად დაჭრილი ყვავილედები
  • 1/2 ჭიქა ქინძი, დაჭრილი
  • 1/2 ჭიქა - 150 გრამი დაბალი ცხიმიანობის არაჟანი

მომზადების წესი

დიდ ტაფაზე ან სქელძირიან ქვაბში დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი, დააყარეთ ხახვი, შუშეთ დაახლოებით 5 წუთს, დარბილებამდე - არ უნდა გახდეს ოქროსფერი. დაამატეთ ნიორი და შუშეთ კიდევ 30 წამს. დაამატეთ კარტოფილი და წყალი. წამოდუღების შემდეგ, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთს. შემდეგ ჩაყარეთ ბროკოლი და ხარშეთ 5-10 წუთს, დარბილებამდე. გამორთეთ ცეცხლი და ჩაამატეთ მწვანილი. მიღებული სუპი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ულუფები ამოიღეთ ჯამებში და მორთეთ არაჟნითა და გახუხული პურით.

იხილეთ ასევე:

როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ჯანსაღი და არაჯანსაღი კვებითი ჩვევები - რეკომენდაციები

სტაფილოს პიურეს რეცეპტი და რეკომენდაცია, თუ როდიდან და რატომ უნდა შეიტანოთ პატარას რაციონში ეს ბოსტნეული

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი