თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, ელექტროტექნიკა და კვების ბლოკის მომსახურე პერსონალის უნიფორმა გადაეცა.
განმავითარებელი სათამაშოების, სპორტული ინვენტარის, ტექნიკის და უნიფორმების შესაძენად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 72 160 ლარი გამოყო.
თელავის მუნიციპალიტეტიში სულ 32 საბავშვო ბაღია, დასაქმებულია 697 პირი და ბაგა -ბაღების მომსახურებით სარგებლობს 2674 აღსაზრდელი.
თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, კურდღელაურსა და ვარდისუბანში მიმდინარე წელს ახალი, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან. ახალ საბავშვო ბაღებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
ქვეყნის მასშტაბით სულ 20 საბავშვო ბაღი შენდება. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია.
იხილეთ ასევე:
რა შენაძენი და ახალი ამბები დახვდებათ არდადეგებიდან დაბრუნებულ აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს საბავშვო ბაღებში