დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის ვალდებულებები ბავშვებისა და მშობლების წინაშე - განმარტება კანონში
26.01.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მე-17 მუხლი, რომლის სათაური გახლავთ „დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით“,  განმარტებულია დაწესებულების ვალდებულებები ბავშვების და მათი მშობლებისა თუ კანონიერი  წარმომადგენლების წინაშე, თუმცა დაწესებულების უფლებებზე ვერაფერს ამოიკითხავთ.

კანონის მიხედვით, დაწესებულებამ უნდა განახორციელოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდება.

დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს:

1.საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვა და პატივისცემა.

2.დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვა.

3.ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავება;

4.ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრული გამჭვირვალობა.

5.ბავშვთა მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობა.

6.ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდება.

საჯარო დაწესებულებამ ასევე უნდა უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

საბავშვო ბაღი ვალდებულია, უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების, კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობა.

დაწესებულება ასევე ვალდებულია, ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელის მოვალეობები უფლებების გარეშე - რა წერია აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში

აღმზრდელმა პატივი უნდა სცეს აღსაზრდელთა აზრებს - ბაღის თანამშრომელთა პროფესიული ეთიკის ნორმები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი