დღის თემა
etaloni.ge
შემოწმდა საკვების მომზადებისა და ჯგუფში ულუფების გაცემის პროცესი - როგორ ამოწმებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებს
26.01.2023

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს. ამის შესახევ მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები იტყობინებიან.

ბათუმის მუნიციპალურ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბაღების გაერთიანების მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფები სამზარეულო ბლოკებს, კერძების მომზადების პროცესს და სამეურნეო ნაწილის საქმის წარმოების დოკუმენტაციას ამოწმებენ. გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღს შეამოწმებენ.

რუსთავის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების კვებისა და სანიტარული ნორმების ინსპექტირების განყოფილებამ შეამოწმა სამზარეულოები, საკვების მომზადებისა და ჯგუფში ულუფების გაცემის პროცესი. შემოწმდა პროდუქტის საწყობებში, საპირფარეშოებსა და სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულების ინფორმაციით, მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფის სპეცილისტები ამოწმებენ თუ როგორ მიმდინარეობს ბავშვების ნორმალური ზრდა განვითარებისთვის უვნებელი და ჯანსაღი კვება. კერძოდ, რამდენიმე საბავშვო ბაღში შეამოწმეს მომწოდებლის მიერ შემოტანილი სურსათი, რომლებიც აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ასევე შემოწმდა სამზარეულოში, საკვები პროდუქტების საწყობში და ბავშვთა სააღმზრდელო ჯგუფში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ის თუ როგორი სიზუსტითა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვით ხდება ბავშვებისათვის განკუთვნილი კერძების მომზადება და მზა კერძების გაცემის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება კი იტყობინება, რომ საბავშვო ბაღებში გადამოწმდა სააღმზრდელო პროცესი,  სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და კვების ბლოკი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გაერთიანების მონიტორინგის ჯგუფის მიერ ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იტყობინება, მონიტორინგის  სპეციალისტები და მეთოდისტები ბორჯომის N1 საბავშვო ბაგაში, N4 საბავშვო ბაგა-ბაღში და ყვიბისის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც შეამოწმეს სამზარეულოები, საკვები პროდუქტების საწყობები, საკვების მომზადების პროცესი, სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ასევე, ბავშვთა აღრიცხვიანობა საქმის წარმოების დოკუმენტაცია და მეთოდოლოგია.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებში ინსპექტირების ჟურნალები და კრიტიკული წერტილები მოწმდება

საბავშვო ბაგა-ბაღებში დოკუმენტაციის შესამოწმებლად მონიტორინგი დაიწყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი