„როდესაც თქვენი შვილი ტირის, განსაკუთრებით საზოგადოების თავშეყრის ადგილას, ერთადერთი რაც გვინდა არის რა? ის, რომ გაჩუმდეს და რაც შეიძლება მალე. თქვენი ეს სურვილი-სრულიად ნორმალურია, მაგრამ, სტანდარტულად, მშობლები ყველაზე ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, რაც არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილი“, - ამბობს ფსიქოლოგი ნანა ფიფია, რომელიც იმ ფრაზებს გვიზიარებს, რაც ბავშვს ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ.
ნანა ფიფიას აზრით, როგორც წესი, მშობელი თავისი ფრაზებით და დამოკიდებულებით უარყოფს და უნეიტრალებს ბავშვს ემოციებს, თითქოს არ აღიარებს შვილის ემოციებს, რაც ბავშვს უბიძგებს იმისკენ, რომ დამალოს, არ გამოხატოს ემოციები. ასეთი დამოკიდებულებით კი ემოციები არსად ქრება:
„ამ დროს ბავშვი რას აკეთებს? ცდილობს დამალოს, განდევნოს ეს ემოციები. რაც მისი ემოციური ცნობიერების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთი დამოკიდებულება, გრძლევადიანად შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბავშვის ქცევაზე, მისი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაზე და შფოთვის დონეზე. როდესაც თქვენი შვილი, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რაღაც ისე ვერ არის მისთვის. როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს თქვენი შეფასებით პრობლემა, აქ უპირატესი არის არა თქვენი შეფასება, არამედ ის, რომ ბავშვს თქვენგან გაგება და მხარდაჭერა სჭირდება. ტირილით ბავშვი გამოხატავს ემოციას, როდესაც მას სიტყვები არ ჰყოფნის. აქ მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციების დაფასება, მიუხედავად მდგომარეობის და ვითარების“.იხილეთ ასევე:
ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, რომელთა შესახებაც ბაღის აღმზრდელებმა დაკვირვება უნდა აწარმოონ