დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის ფსიქოლოგის ხელფასი, განათლება და მოვალეობები
25.01.2023

საბავშვო ბაღების ფსიქოლოგის მოვალეობაა, პატარებისთვის ისეთი გარემო შექმნა, სადაც ისინი დაცული იქნებიან ემოციური და ფიზიკური საფრთხისგან. ეს შეიძლება იყოს რთული ქცევის მართვა თუ კრიზისული სიტუაცია, როდესაც მშობელსაც სჭირდება დახმარება. შესაბამისად, ფსიქოლოგი ბავშვის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოსა და ფუნქციას ასრულებს.

რა ფუნქციები აკისრია ფსიქოლოგს საბავშვო ბაღში და რის ცოდნა ევალება, ამის შესახებ დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებშია გაწერილი.

საბავშვო ბაღის ფსიქოლოგის ფუნქციებში შედის:

  • კონსულტაცია გაუწიოს ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებს;
  • ხელი შეუწყოს ოჯახის ჩართულობას, ინკლუზიურ განათლებას;
  • მართოს პოზიტიური გაძღოლა და რთული ქცევა;
  • მუშაობა ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებთან;
  • მუშაობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან.

საბავშვო ბაღის ფსიქოლოგის მინიმალური განათლება  უნდა იყოს    უმაღლესი ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის განხრით.

სასურველია, დასაქმებამდე ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფსიქოლოგს ევალება შემდეგი  საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია (1,2 თავი);
  • საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
  • საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
  • ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“;
  • გაეროს ,,ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია“.

თუ გინდათ, საბავშვო ბაღში ფსიქოლოგად დასაქმდეთ, ასევე უნდა იცოდეთ შემდეგი კომპიუტერული და ოპერაციული პროგრამები:  Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint.

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, თბილისის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგის საათობრივი დატვირთვა 6 საათს შეადგენს. 2022 წლის ბოლოსთვის ამ პოზიციაზე მომუშავეთა ხელფასი, ხელზე ასაღები თანხა 400 ლარს შეადგენდა, 2023 წლიდან კი 440 ლარი იქნება.

იხილეთ ასევე:

რა უნდა იცოდეთ, თუ საბავშვო ბაღში სპეცმასწავლებლად დასაქმება გსურთ და რამდენია ანაზღაურება

რა განათლება უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელად დასაქმდეთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი