ტექნიკური რეგლამენტის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების ადმინისტრირება რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ევალება.
მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებს ევალებათ, საბავშვო ბაღებში უზრუნველყონ უვნებელი და ჯანსაღი კვება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სანიტარიული ნორმებისა და პრინციპების დაცვითა და შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება განსაზღვროს უვნებელი და ჯანსაღი კვების რუტინული ზედამხედველობის პარამეტრები და შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის. ამავე უწყებას ევალება ასევე ჩატარებული შეფასების შედეგების მიხედვით შეიმუშავოს სათანადო რეკომენდაციები, ასევე ეპიდზედამხედველობის მიმართულებით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და წარუდგინოს მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი და სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, მოამზადოს წინადადებები მისი გაუმჯობესების მიზნით.
იხილეთ ასევე:
როგორი გარემო უნდა დახვდეს მონიტორინგს საბავშვო ბაღში, რომ ხარვეზი არ დააფიქსირონ
რა ცნობის წარმოდგენა ევალება საბავშვო ბაღის მზარეულს ყოველი წლის დასაწყისში