4 წლის ბრიტანელი ბავშვი, ტედ ჰობსი გამორჩეულად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების ყველაზე დიდ და ძველ საზოგადოებაში, Mensa-ში მიიღეს. ამ საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც ინტელექტის კოეფიციენტის, IQ-ს, სტანდარტულ ტესტში მოსახლეობის 98%-ზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. ტედი ჰობსის IQ 139 ქულაა.
ტედ ჰობსმა 2 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა. ის Mensa-ს ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ბავშვს 6 ენაზე შეუძლია დათვალოს ასამდე, მათ შორის ჩინურადაც.
ტედის დედა, ბეთ ჰობსი, BBC-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტედი 2 წლის იყო, როდესაც საბავშვო შოუების ყურებით და ასოებზე დაკვირვებით, კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა.
ტედის მშობლებს კი სურთ, პატარას სრულფასოვანი ბავშვობა ჰქონდეს და რეალობას არ მოსწყდეს.
იხილეთ ასევე:
ახალციხელ ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს მიეპარა, კაცური საჭმელები უყვარს