დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელებს აღმზრდელ-პედაგოგის ტრენინგმოდულის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ
23.01.2023

ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მდებარე საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს, 23 იანვარს განახლდა.

ორივე მუნიციპალიტეტში, არდადეგების დამთავრების წინა დღეებში, სკოლამდელმა გაერთიანებებმა საბავშვო ბაღის მენეჯერებთან და აღმზრდელებთან შეხვედრები გამართეს.

როგორც ბაღდათის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულება იტყობინება, აღმზრდელებთან შეხვედრის დროს, ბავშვთა გამოცხადების მოწესრიგების, ჯგუფის მოწყობის, ეზოს ფუნქციურ სივრცეებად მოწყობაზე, პროექტებზე, ინკლუზიის საკითხების განხორციელებაზე იმსჯელეს, შეაჯამეს განვლილი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და დაისახეს სასწავლო წლის მეორე ნახევრის სამუშაო გეგმა. შეხვედრის ბოლოს კი, აღმზრდელებს აღმზრდელ-პედაგოგის ტრენინგმოდულის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ თათბირზე ადმინისტრაციის  თანამშრომლები  და გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების მენეჯერები მიიწვია.

„თათბირზე აღინიშნა, რომ გაერთიანებამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულფასოვნად განახლების მიზნით დროულად გამოცხადდა ტენდერები. ყველა ტენდერი დასრულებულია“, -  ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ საბავშვო ბაღებისთვის გაერთიანებამ საკვები პროდუქტები უკვე შეიძინა, ჰიგიენის საშუალებებსა და ავეჯის აქსესუარებზე სატენდერო წინადადებების მიღება ჯერ არ დამთავრებულა.

იხილეთ ასევე:

რა შენაძენი და ახალი ამბები დახვდებათ არდადეგებიდან დაბრუნებულ აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს საბავშვო ბაღებში

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისა და პედაგოგების რიცხვი გაზრდილია, აღსაზრდელების კი შემცირებული - დეტალები

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი